სამედიცინო თარგმნა მოითხოვს მაქსიმალურ სიზუსტეს, რადგან მცირე შეცდომამაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს პაციენტის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვთარგმნით სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დოკუმენტებს მსოფლიოს წამყვან ენებზე. თარგმნის პროცესში პაციენტის მონაცემების კონფიდენციალურობა სრულად დაცულია.
სამედიცინო დოკუმენტის ერთი გვერდის თარგმნის ღირებულება შეადგენს 10–20 ლარს, ხოლო შესრულების ვადა არის იგივე ან მომდევნო დღე, დოკუმენტის სირთულიდან გამომდინარე. თარგმანს ასრულებენ სერტიფიცირებული თარჯიმნები, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი დოკუმენტი იქნება ოფიციალურად გამოყენებადი და, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ნოტარიული დამოწმებაც.
სამედიცინო თარგმანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც გეგმავენ საქართველოში ჩატარებული კვლევების საზღვარგარეთ გაგზავნას ან, პირიქით, უკვე აქვთ უცხოეთში ჩატარებული გამოკვლევების პასუხები და სჭირდებათ მათი წარდგენა სადაზღვევოში ან ქართველ ექიმთან.
თარგმნის შესრულება არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეული სიტყვების პირდაპირ უცხო ენაზე თარგმანს. პროფესიონალი თარჯიმანი უნდა ფლობდეს უცხო ენას უმაღლეს დონეზე და პრაქტიკულად შეხება ქონდეს სამედიცინო ტერმინოლოგიასთან. ჩვენი გუნდის თარჯიმნებს აქვთ სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ უპირატესობას ანიჭებს რომ თარგმნისას გაითვალისწინონ კონკრეტული ქვეყნის ექიმებისთვის გასაგები ტერმინოლოგია, მიდგომები და კულტურული ნიუანსები.
შედეგად, ჩვენი შესრულებული თარგმანი ზუსტად შეესაბამება ორიგინალ ტექსტს – როგორც შინაარსით, ასევე ფორმატით – და მნიშვნელოვნად ამარტივებს მის აღქმასა და გამოყენებას.
სამედიცინო ტერმინოლოგიის სიზუსტე
საბუთები ითარგმნება მაქსიმალური სიზუსტით, რომ არ მოხდეს გაურკვევლობა, მცადი ინფორმაციის გადაცემა, რაც მკურნალობის არასწორ დაგეგმვას გამოიწვევს.
სერტიფიცირებული თარჯიმნები
ყველა დოკუმენტი ნათარგმნია პროფესიონალების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სერტიფიცირების პროცესი. ჩვენთან სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმანი დასტურდება თარჯიმანის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.
კომპანიაში დანერგილია CAT Tools (SDL TRADOS STUDIO, SDL MULTITERM)
ეს ინსტრუმენტები გვეხმარებიან უკვე შესრულებული თარგმანის გადახედვასა და რედაქტირებაში, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ადამიანური შეცდომები.
მრავალწლიანი გამოცდილება საზღვარგარეთ კლინიკებთან
ჩვენ 14 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ ისეთ კლინიკებთან, როგორიცაა: Acibadem Healthcare Group, American Hospital Instanbul, Memorial Hospital, Toronto General Hospital, Mayo Clinic, Cleveland Clinic, Charite – Universitatsmedizin Berlin, Ichilove Medical Center, Hadassah medical Center, Institut Curie. ჩვენი კომპანიის ბევრ თარჯიმანს უშუალო გამოცდილება აქვს მიღებული ამ კლინიკებში მუშაობის მხრივ. გარდა ამისა, ძალიან ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ჩვენ გთავაზობთ თარგმანს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების მოთხოვნების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი დოკუმენტები იყოს ოფიციალურად მისაღები ფორმატით.
კონფიდენციალურობა
მომხმარებლის სამედიცინო ინფორმაცია დაცულია. მისი შენახვა და შემგომ სხვა მიზნებისთვის გამოყენება არ ხდება.
დიახ, ჩვენი სერტიფიცირებული თარჯიმნების მიერ შესრულებული თარგმანი მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტული თარგმანისგან.
ჩვეულებრივი თარგმანისგან განსხვავებით სერტიფიცირებული თარჯიმანის მიერ შესრულები თარგმანი მოიცავს:
როგორ წესი ექიმები, კლინიკები და სამედიცინო დაწესებულებები სერტიფიცირებული თარჯიმანის შესრულებულ თარგმანს ითხოვენ. ეს მათ აძლევს გარანტიას, რომ თარგმანი ზუსტი, სანდო და ოფიციალურად მისაღებია.
ფორმა 100-ის თარგმნა – ფორმა №IV-100/ა (სამედიცინო დოკუმენტაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) წარმოადგენს ოფიციალურ სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც ხშირად საჭიროებს თარგმანს საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების, სადაზღვევო კომპანიებთან წარსადგენად, ვიზის მისაღებად ან უცხოურ სასწავლო/სამუშაო დაწესებულებებში წარსადგენად.
თარგმნის პროცესის ძირითადი ეტაპები
სტანდარტული მცირე მოცულობის სამედიცინო საბუთების, როგორიცაა ფორმა 100 ან ლაბორატორიული ანალიზის პასუხები, თარგმნა ჩვეულებრივ 2 სამუშაო დღეში ხდება. სურვილის შემთხვევაშია შესაძლებულია პრიორიტეტული თარგმნის სერვისის გამოყენებაც, რომლის ღირებულება შედარებით მაღალია და თარგმანი შესაძლოა იმავე დღეს მომზადდეს.
დიდი მოცულობის სამედიცინო ტექსტების, მაგალითად სამედიცინო სახელმძღვანელოების, თარგმნა ინდივიდუალურია და ვადები დამოკიდებულია ტექსტის მოცულობასა და სირთულეზე, რაც ხშირად რამდენიმე კვირას ან თვეს მოიცავს.
უმეტეს შემთხვევაში ოფისში მოსვლა და დედანის მოტანა არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ გამოაგზავნოთ დოკუმენტაციის დასკანერებული ვერსია ან ფოტოსურათი, სადაც ნათლად იკითხება ორიგინალი ტექსტი. თუ ორგანიზაცია, სადაც დოკუმენტის წარდგენა გჭირდებათ, ითხოვს დოკუმენტის დედანს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დედანი მოგვაწოდოთ კურიერის სერვისით.
თარგმნის ღირებულება ჯანმრთელობის ცნობის, ანალიზების პასუხების და მცირემოცულობის გვერდებზე 10 ლარიდან 20 ლარამდეა. საბოლოო ფასი დამოკიდებულია სათარგმნის ენების წყვილზე, თარგმნის ტიპზე და ტექსტის მოცულობაზე. კორპორატიულ კლიენტებზე ან იმ მომხმარებლებზე ვინც ხშირად სარგებლობენ ჩვენი სერვისით ხორციელდება დამატებითი ფასდაკლება.
ჯანმრთელობის ცნობის, ანალიზების პასუხების და მცირე მოცულობის გვერდების თარგმნა იწყება 15 ლარიდან და აღწევს 25 ლარამდე. საბოლოო ფასი დამოკიდებულია სათარგმნის ენების წყვილზე, თარგმნის ტიპსა და ტექსტის მოცულობაზე.
კორპორატიული ან/და ერთგული მომხმარებლები სარგებლობენ დამატებითი ფასდაკლებით, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის ჩვენს სერვისს.
დიახ, შესაძლებელია. თუმცა მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება.
ამას გარდა, თარჯიმანს უნდა შეეძლოს სამედიცინო აბრევიატურების გაშიფვრაც, მაგალითად CBC- სისხლის საერთო ანალიზი, BID- ორჯერ დღეში, PRN - საჭიროების მიხედვით, ი/ვ - ინტრავენური, რფპ - რადიოფარმპრეპარატი, მოროს რ. - მოროს რეფლექსი, ნ/გ ზონდი - ნაზოგასტრული ზონდი და ა.შ.
დიახ, ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან. კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ ინვოისით ანგარიშსწორებას, დღგ ანგარიშფაქტურის ატვირთვას და სპეციალურ კორპორატიულ ტარიფებს.
ჩვენს თარჯიმანთა ბიუროში სამედიცინო თარგმანი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 50 ენაზე. მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი ენებია:
-ინგლისური
-თურქული
-ბერძნული
-ფრანგული
-სომხური
-არაბული
-შვედური
-ესპანური
-იტალიური
-აზერბაიჯანული
-რუსული
-ივრითული
თუ გსურთ სამედიცინო თარგმანი დაგვიკავშირდით დღესვე!
ფორმა №100-ის (სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) თარგმნა აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც პაციენტს სჭირდება სამედიცინო ისტორიის წარდგენა უცხოურ დაწესებულებებში. ძირითადი შემთხვევებია: საზღვარგარეთ მკურნალობის ან რეაბილიტაციის გაგრძელება, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებიდან ხარჯების ანაზღაურება, უცხოეთის უნივერსიტეტებსა თუ სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა, ან ვიზის მისაღებად სამედიცინო საჭიროების დადასტურება.
თარგმანის გარდა, მიმღები მხარის მოთხოვნის შესაბამისად, ხშირად საჭიროა დამატებითი იურიდიული პროცედურები:
ფორმა 100 არ არის სტანდარტული ადმინისტრაციული დოკუმენტი; ის დატვირთულია სპეციფიკური სამედიცინო ტერმინოლოგიით, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD-10) კოდებით, ლაბორატორიული კვლევის აბრევიატურებით, მედიკამენტების საერთაშორისო დასახელებებითა და დოზირებებით. არაპროფესიონალის ან ზოგადი პროფილის მთარგმნელის მიერ დაშვებულმა მცირე ცდომილებამაც კი (მაგალითად, დიაგნოზის არასწორად თარგმნამ ან დოზირების შეცდომამ) შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პაციენტის მკურნალობის პროცესს ან გახდეს დაზღვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზი.
პროფესიონალი სამედიცინო მთარგმნელი უზრუნველყოფს:
პროცესის შეფერხებისა და შეცდომების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია შემდეგი ნაბიჯების თანმიმდევრული შესრულება:
ანა თოდუა არის სერტიფიცირებული სამედიცინო თარჯიმანი 20+ წლიანი გამოცდილებით. 16 წლის განმავლობაში მუშაობდა საზღვარგარეთის წამყვან საავადმყოფოებში, ფლობს რამდენიმე უცხო ენას და სპეციალიზდება სამედიცინო ტექსტების თარგმანში. მისი კარიერის განმავლობაში ნათარგმნი აქვს 15,000-ზე მეტი სამედიცინო დოკუმენტი, ხოლო ასევე არის ავტორი მრავალი სამედიცინო პუბლიკაციის.
ორშაბათი–შაბათი: 10:00–19:00