ჩვენი კომპანია წარმოადგენს პროფესიონალური თარგმნის კომპანიას. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა სამედიცინო, ფინანსური და იურიდიული სფეროები. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული სპეციალისტებით რომელთაც ჯამურად აქვთ 50+ წლიანი გამოცდილება თავიან სფეროებში. ჩვენი თარჯიმნები ფლობენ თავიანთი დარგის შესაფერის აკრედიტაციას და სერტიფიკატებს. ისინი არიან თარჯიმანთა ასოციაციის წევრები და სისტემატიურად მონაწილეობენ სემინარებში და სამიტებში.
თითოეული პროექტი სრულდება საერთაშორისო სტანდარტების და ხარისხის კონტროლის პროცესების მკაცრი დაცვით. ჩვენ ვეხმარებით როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ კლიენტებს რომ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თარგმანი.
სერტიფიცირებული თარჯიმნები
მკაცრი კონფიდენციალურობის პოლიტიკა
სტანდარტული და დაჩქარებული მომსახურება
ქალბატონი ანა ჩვენი კომპანიის სერტიფიცირებული სამედიცინო თარჯიმანია, რომელსაც სამედიცინო თარგმნის 20+ წლიანი გამოცდილება აქვს. იგი სპეციალიზდება სამედიცინო და ფარმაცევტული ტექსტების თარგმანში.
ქალბატონმა ანამ წარმატებით დაამთავრა საექთნო საქმე Yeditepe University Hospital-ში. ის 16 წლის განმავლობაში მუშაობდა თარჯიმანის პოზიციაზე თურქეთისა და ისრაელის წამყვან კლინკებში. საზღვარგარეთ კლინიკებში მუშაობის პერიოდში მან ისწავლა არა მხოლოდ უცხო ენები, არამედ ძალიან სპეციფიური სამედიცინო ტერმინოლოგია და სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის პრინციპები. ქალბატონი ანა ფლობს თურქულ, ინგლისურ, ებრაულ, რუსულ და ქართულ ენებს. ის თარგმნის ნებისმიერი ტიპის და სირთულის სამედიცინო დოკუმენტაციას.
ანა თოდუა თარგმნის ბოლო ეტაპზე იყენებს პროფესიონალურ პროგრამებს, როგორიცაა SDL Trados Studio და სხვა memory სისტემებს, რაც უზრუნველყოფს ნათარგმნ დოკუმენტებში ტერმინოლოგიის თანმიმდევრულობასა და თარგმნის მაღალ ხარისხს. იგი იყენებს ხარისხის კონტროლის მრავალსაფეხურიან პროცესს, მათ შორის ტერმინოლოგიის გადამოწმებასა და რედაქტირებას. მისი თარჯიმნობის კარიერის განმავლობაში მას ნათარგმნი აქვს 15,000-ზე მეტი სამედიცინო ტექსტი.
ანა თოდუა არის IAPTI წევრი. ის ხშირად იღებს მონაწილეობას ისეთ კონფერენციებში, როგორიცაა: International Conference on Interpreting and Translation (ICIT). ქალბატონო ანა საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის აქტიური წევრია და ხშირად იღებს მონაწილეობას სამედიცინო კონგრესებში და საერთაშორისო კლინიკების სემინარებში.
როგორც სამედიცინო თარჯიმანი, იგი აცნობიერებს სიზუსტის კრიტიკულ მნიშვნელობას — თუნდაც მცირე უზუსტობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პაციენტის მკურნალობაზე. სწორედ ამიტომ, თითოეული თარგმანი სრულდება განსაკუთრებული ყურადღებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
ანა თოდუა ასევე მკაცრად იცავს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის პრინციპებს, რაც უზრუნველყოფს ყველა სამედიცინო ინფორმაციის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით დამუშავებას.
მარინა ქართველიშვილი ჩვენი ფინანსური თარჯიმნების გუნდის ლიდერი და დარგის მთავარი სპეციალისტია. ქალბატონი მარინას უნიკალური 10 წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსური და საბანკო დოკუმენტების თარგმნაში. მისი მონაწილეობით ან/და ზედამხედველობით ითარგმნა 6,000-ზე მეტი ფინანსური დოკუმენტი. მისი სპეციალიზაცია მოიცავს საგადასახადო დეკლარაციებს, აუდიტის ანგარიშებს, საინვესტიციო დოკუმენტებს და ა.შ.
მარინა ქართველიშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულია, ხოლო მაგისტრის სტატუსი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში დაიცვა. ქალბატონი მარინა ფლობს CFA სერტიფიკატს.
ქნი მარინა თანამშრომლობს AmCham Georgia-სთან (American Chamber of Commerce in Georgia), რაც მას საშუალებას აძლევს ბიზნეს ექსპერტებთან და საერთაშორისო ინვესტორებთან კომუნიკაციის. ის რეგულარულად მონაწილეობს Tbilisi Finance Summit და არის საქართველოს თარჯიმნების საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
ჩვენს კომპანიაში დასაქმებამდე ის მუშაობდა საინვესტიციო ფირმებში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა ინდუსტრიების საინვესტიციო კვლევებში. კონკრეტულად მის მოვალეობაში შედიოდა ფინანსური ანგარიშგებების და ანალიზის მომზადება და გუნდის ლიდერთან წარდგენა. ამ გამოცდილებამ მას მისცა ფინანსური სტრუქტურების ღრმა პრაქტიკული ცოდნა. ეს უნიკალური გამოცდილება მას საშუალებას აძლევს ფინანსური დოკუმენტების თარგმანი შესრულებული იყოს ზუსტად, სანდოდ და ოფიციალურ უწყებებში წარსადგენად. ის თავისუფლად ლაპარაკობს ჩინურ, ინგლისურ და ქართულ ენებზე.
დარეჯან გაბაშვილი უკვე 5 წელია იურიდიული თარგმანის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მას იურიდიული დოკუმენტების თარგმნის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი სპეციალიზაცია ვრცელდება ძირითადად მსხვილი კორპორატიული გარიგებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტაციის თარგმნაზე, თუმცა მისი სრული გამოცდილება ფაქტობრივად ყველანაირი სამართლებრივი დოკუმენტის თარგმნას მოიცავს.
დარეჯან გაბაშვილი ივანე ჯავახიშვილის დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტის 2002 წლის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით, 2008 წელს მან მაგისტრატურის დიპლომი მოიპოვა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. დარეჯანმა გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი რამდენიმე კურსი როგორც სამართლებრივ სამართალში, ასევე ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენაში. 2017 წელს დარეჯანმა იურიდიული ინგლისურის კურსი იურისტებისთვის.
ქნი დარეჯანი ფლობს ILEC (International Lega; English Certificate). დარეჯან გაბაშვილი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა კერძო იურიდიულ კომპანიაში თარჯიმანის პოზიციაზე, რამაც მას მისცა თარგმანის გამოცდილება იურისდიქციის მოთხოვნების შესაბამისად.
პროფესიონალური მთარგმნელობითი მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით!
ჩვენი გუნდის მიერ ნათარგმნია 25,000+ სხვადასვა ტიპის დოკუმენტი, რომლებიც წარმატებით ცნეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ოფიციალურ უწყებებში, მათ შორის კლინიკებში, საელჩოებსა და სამართლებრივ უწყებებში.
ორშაბათი–შაბათი: 10:00–19:00