targmna.com.ge

მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

მისამართი: ვემსახურებით მომხმარებლებს  საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და მიმდებარე რეგიონები)
ტელ: +995 599 77 89 35
ვებსაიტი: www.targmna.com.ge
მეილი: contact@targmna.com.ge

1. შესავალი

კომპანია პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური ინფორმაციის მიღებაზე, შენახვასა და მოგვიანებით განადგურებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. მომხმარებლისგან მიღებული ნებისმიერი დოკუმენტაციის გამოყენება ხდება მხოლოდ მომსახურების გაწევის ფარგლებში და დაუშვებელია მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვის.

2. მონაცემებთა შეგროვების პოლიტიკა

მომხმარებლის მონაცემების შეგროვება ხდება მომხმარებელთან კომუნიკაციისას, იქნება ეს ონლაინ კომუნიკაცია თუ ოფისში ვიზიტი. ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ მონაცემებს, რათა უზრუნველყოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული სერვისები.

ჩვენთან თანამშრომლობის პროცესში შეიძლება შეგროვდეს შემდეგი ინფორმაცია:

სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საკონტაქტო ინფორმაცია, გამოყენებული მოწყობილება, ინტერნეტ-ბრაუზერი, მოწყობილობის IP მისამართი და აგრეთვე, მოთხოვნილი სერვისის დეტალური აღწერა.

3. როგორ ხდება მონაცემების შეგროვება?

მომხმარებლის მიერ კომპანიასთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციისას გროვდება მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია. მათ შორის:

ოფისში ვიზიტისას

სატელეფონო კომუნიკაციისას

სოციალური ქსელებით კონტაქტისას

მესამე პირის მიერ კომპანიასთან მიმართვისას

ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციისას

გამოფენებსა და კონსილიუმებში მონაცემების გაცვლისას

4. მომხმარებლის მონაცემების შეგროვების დანიშნულება

მონაცემების საფუძველზე კომპანია აანალიზებს მომხმარებლის კონკრეტული სერვისებით დაინტერესების და გამოყენების სიხშირის ანალიზს. ეს ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, რომელი სერვისები შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის საინტერესო. ამის საფუძველზე, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განმეორებითი სერვისები სპეციალურ ფასად და პერსონალიზებული პირობებით.

5. ხდება თუ არა მონაცემების შენახვა?

დიახ, მონაცემები კომპანიაში ინახება 1 წლის ვადით, რის შემდეგაც ისინი ნადგურდება. შენახვის პერიოდში მონაცემები გამოიყენება მომხმარებლებთან დასაკავშირებლად და მათთვის საინტერესო სერვისების შეთავაზებისთვის.

6. რა უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ ჩვენს მომხმარებლებს?

ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. მომხმარებელს აქვს უფლებები პირადი მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და დამუშვებასთან დაკავშირებით:

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ტიპის პირად მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნით ხდება მათი გამოყენება და გადაეცემა თუ არა მესამე პირს/პირებს.

თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მთლიანი ინფორმაცია, და კომპანია ვალდებულია წარადგინოს ის წაკითხვად და გასაგებ ფორმატში.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული პირადი მონაცემების ჩასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა ან უკან გაწვევა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მიგაჩნიათ რომ თქვენი მონაცემების შეგროვების დროს კომპანიამ დაარღვია თქვენი უფლებები შეგიძლიათ მიმართოთ ზედამხედველ ორგანოებს საჩივრით.

მომხმარებლებს აგრეთვე გააჩნიათ გარკვეული პასუხისმგებლობები.

მომხმარებლები ვალდებული არიან:

უზრუნველყონ კომპანიისთვის ზუსტი და განახლებული ინფორმაციის მიწოდება

გამოიყენონ კომპანიის მომსახურება წინასწარ გაწერილი პირობების და კანონმდებლობის შესაბამისად

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ სამართლიანობა, გამჭვირვალობა და თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხო შეგროვება, შენახვა და დამუშავება.