დიპლომის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება: გეგმავთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, დასაქმებას თუ კვალიფიკაციის აღიარებას? დიპლომის თარგმნა და მისი სწორი იურიდიული გაფორმება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი საერთაშორისო გეგმების განსახორციელებლად.
ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და აკადემიური ხარისხის დიპლომისა და მისი დანართის თარგმნას მსოფლიოს წამყვან ენებზე, სრული იურიდიული სიზუსტითა და ნოტარიული დამოწმებით.
უცხოურ უნივერსიტეტებსა და დამსაქმებლებს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ აკადემიური დოკუმენტაციის მიმართ. დიპლომსა და დანართში მითითებული საგნების დასახელებები, კრედიტები და შეფასებები მოითხოვს ზუსტ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
არაზუსტმა თარგმანმა ან ტერმინოლოგიურმა ცდომილებამ შესაძლოა შეაფერხოს საბუთების მიღების პროცესი. ჩვენი კვალიფიციური თარჯიმნები უზრუნველყოფენ:
გამოგვიგზავნეთ დიპლომის ხარისხიანი ფოტო/სკანი ონლაინ (ელ-ფოსტით, WhatsApp/Viber-ით) ან მოიტანეთ ოფისში.
კვალიფიციური თარჯიმანი ასრულებს თარგმანს უმოკლეს ვადებში.
ტექსტი მოწმდება დეტალების სიზუსტეზე.
საჭიროებისამებრ ხდება სანოტარო დამოწმება ან აპოსტილით/ლეგალიზაციით უზრუნველყოფა.
იღებთ ელექტრონულ ან ნაბეჭდ ვერსიას კურიერის/ფოსტის მეშვეობით.
მაქსიმალური სიზუსტე აკადემიურ ტერმინოლოგიაში
დიპლომის დანართი (Transcript of Records / Diploma Supplement) თქვენი აკადემიური მოსწრების მთავარი დამადასტურებელი საბუთია. მასში მითითებულია გავლილი საგნები, საათობრივი დატვირთვა, კრედიტები (ECTS) და მიღებული შეფასებები.
რატომ არის დანართის თარგმნა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო?
ჩვენი პროფესიონალი თარჯიმნები უზრუნველყოფენ დანართის თარგმნას ნებისმიერ ენაზე, ფორმატის 100%-იანი დაცვითა და ნოტარიული დამოწმებით.
დიახ, უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად ან საზღვარგარეთ დასაქმებისთვის თითქმის ყოველთვის სავალდებულოა როგორც დიპლომის, ისე მისი დანართის თარგმნა.
სტანდარტულად, დიპლომისა და ნიშნების ფურცლის (დანართის) თარგმნა-დამოწმება 1-2 სამუშაო დღეში სრულდება. ხელმისაწვდომია სასწრაფო მომსახურებაც, რომლის დროსაც დოკუმენტაცია რამდენიმე საათში მზადდება.
ნოტარიული დამოწმება ადასტურებს თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობას. აპოსტილი (ან ლეგალიზაცია) კი ადასტურებს თვითონ დიპლომის ან ნოტარიუსის ხელმოწერის იურიდიულ ძალას საერთაშორისო დონეზე.
ყველაზე მოთხოვნადია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, თურქულ და რუსულ ენებზე თარგმნა.
ონლაინ შეკვეთისას საკმარისია დიპლომისა და დანართის ხარისხიანი სკანის ან ფოტოს გამოგზავნა. თუმცა, აპოსტილის დასასმელად ან ცალკეულ სანოტარო პროცედურებში შესაძლოა ორიგინალის წარდგენაც გახდეს საჭირო.
საგნები და აკადემიური ხარისხი (ბაკალავრი, მაგისტრი და ა.შ.) ითარგმნება ზუსტი საერთაშორისო აკადემიური ტერმინოლოგიით. კრედიტები და ქულები გადადის ზუსტად ისე, როგორც ორიგინალშია დაფიქსირებული.
დიახ, უცხოეთში გაცემული დიპლომი ითარგმნება ქართულად და მოწმდება ნოტარიულად საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (აღიარებისთვის), სამსახურში ან ბანკში წარსადგენად.
ფასი დამოკიდებულია არჩეულ ენაზე, დანართში საგნების/გვერდების რაოდენობაზე, შესრულების სისწრაფესა და სანოტარო/აპოსტილის მოსაკრებელზე.
დიახ, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის მიღება შესაძლებელია ელექტრონული შტრიხკოდითა და ციფრული ბეჭდით PDF ფორმატში ელ-ფოსტით ან მესენჯერით.
საზღვარგარეთ საბუთების წარდგენისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დიპლომის თარგმანში თქვენი სახელი და გვარი ზუსტად ისე ეწეროს, როგორც საზღვარგარეთის პასპორტშია.
ორშაბათი–შაბათი: 10:00–19:00