ფინანსური თარგმნა

ფინანსური დოკუმენტების (საბუთების) თარგმნა: ფინანსური თარგმნის სერვისი განკუთვნილია იმ პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ფინანსური დოკუმენტების თარგმნამაქსიმალური სიზუსტით. თარგმანს ასრულებენ სერტიფიცირებული თარჯიმნები, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტის დამოწმებაც. ყველა თარგმანი გადის სამ ეტაპიან ხარისხის კონტროლს: თარჯიმანი, პროგრამა და უფროსი სპეციალისტი, რაც უზრუნველყოფს ზუსტ შედეგს. ერთი გვერდის თარგმნა ღირს 10–50 ლარი, ვადა დამოკიდებულია დოკუმენტის სირთულეზე, ხოლო თარგმნის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე. ფინანსური დოკუმენტაციის თარგმნას ვახორციელებთ GAAP სტანდარტების შესაბამისად.

პროფესიონალ მთარგმნელთა გუნდი

ფინანსური საბუთების თარგმნა

ფინანსური ტექსტების თარგმნა მოითხოვს არა მხოლოდ ორიგინალ ენაზე მოცემული ტექსტის, არამედ სათარგმნ ენაზე ფინანსური ტერმინოლოგიის, რეგულაციების და შინაარსის ღრმა ცოდნას. ჩვენი კომპანია 2013 წლიდან სთავაზობს მომხმარებლებს პროფესიონალურ ფინანსურ თარგმანს, და ამ დროის განმავლობაში ჩვენს ფინანსურ თარჯიმნებს ნათარგმნი აქვთ 6,000-ზე მეტ ფინანსური დოკუმენტი.

რას ვთარგმნით

ფინანსური დოკუმენტების თარგმნა

ჩვენი ფინანსური თარგმნის სერვისი უზრუნველყოფს ზუსტ და პროფესიონალურ თარგმანს ნებისმიერი ტიპისა და სირთულის ფინანსური დოკუმენტისთვის, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებიასა და კორპორაციებისთვის.

ჩვენ ვთარგმნით შემდეგი სახის ფინანსურ დოკუმენტებს:

ფინანსური დოკუმენტების თარგმნა. Updated 2026
როგორ ვმუშაობთ?

ჩვენი უპირატესობები

01

სპეციფიკა

ჩვენს ფინანსურ თარჯიმნებს აქვთ გავლილი სპეციალური მომზადება და გამოირჩევიან საკმაოდ დიდი გამოცდილებით ფინანსებში, ეკონომიკასა და ბუღალტერიაში, რაც უზრუნველყოფს ტექსტების ზუსტ, კონტექსტუალურ და პროფესიონალურ თარგმნას. თარგმნის პროცესში ვიყენებთ მკაცრ ხარისხის კონტროლს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების დაშვების რისკს. თარგმანი შემოწმებას გადის MemoQ პროგრამაში, რომელიც არ ანაცვლებს პროფესიონალ თარჯიმანს, მაგრამ ზრდის თარგმანის სიზუსტეს, ამცირებს შეცდომების რისკს და აჩქარებს მთლიან პროცესს.

02

დოკუმენტები

ჩვენი თარგმნის სერვისი მორგებულია სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე. ფიზიკური პირებისგან ყველაზე მაღალი მომართვიანობით გამოირჩევა შემდეგი დოკუმენტები: საგადასახადო დეკლარაციები, ინვესტიციების და აქციების დოკუმენტები, ბიზნეს გეგმები, დაზღვევის დოკუმენტები და ა.შ. ბიზნესებს ვეხმარებით საერთაშორისო ოპერაციების წარმართვაში, ვთანამშრომლობთ ბანკებსა და სამთავრობო ორგანოებთან, რომლებსაც სჭირდებათ სანდო და ზუსტი ფინანსური თარგმანი.

03

თარჯიმნები

ჩვენი თარჯიმნები ფლობენ შესაფერის ფინანსურ განათლებას და პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას, რის შედეგადაც თითოეული ნათარგმნი დოკუმენტი არის სერტიფიცირებული და თქვენი სურვილის შემთხვევაში შეიძლება იყოს ნოტარიულად დამოწმებული.

targmna.com.ge

სერტიფიცირებული თარგმანი რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

ფინანსურ თარგმანში სიზუსტე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველა ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ჩვენთან ნათარგმნია, სერტიფიცირებულია. ნათარგმნ დოკუმენტებს ექნება თარჯიმaნის ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი, რაც უზრუნველყოფს, რომ თარგმანი სრულად შეესაბამება ოფიციალურ მოთხოვნებს და მზად არის წარდგენისთვის ნებისმიერ ინსტიტუციაში.

ჩვენს კომპანიაში ფინანსური მასალების თარგმანი გადის რამდენიმე ეტაპიან შემოწმებას.

პირველ ეტაპზე ტექსტს თარგმნის შესაბამისი სპეციალისტი, რომელსაც განათლება და გამოცდილება აქვს ფინანსურ სექტორში. ამის შემდეგ, ტექსტი გადის შემოწებას ხელახლა SDL Trados Studio da memoQ ინსტრუმენტების მეშვეობით. გარდა ამისა, ინტენსიურად ვიყენებთ Xbench, რომელიც ავტომატურად ამოწმებს რიცხვებს, ფორმატირებას და გამორიცხავს მექანიკური შეცდომების დაშვების ალბათობას. ბოლო ეტაპზე ნათარგმნის დოკუმენტი გადის კვლავ სპეციალისტის მიერ შემოწმებას. ეს სამი ეტაპი უზრუნველყოფს რომ საბოლოო ტექსტი იყოს ზუსტი, თარჯიმანის შესრულებით, CAT (Computer-Assisted Translation) პროგრამის და უფროსი სპეციალისტის მიერ შემოწმებით, რაც პრაქტიკულად იმის გარანტია რომ ტექსტი არის უშეცდომო და ორიგინალის ანალოგი.

ჩვენს მიერ შესრულებული სერტიფიცირებული ფინანსური თარგმანი უზრუნველყოფს რომ ინდივიდებმა და კომპანიებმა თავიდან აიცილონ შეცდომები რომელიც მათ შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს. არასწორმა თარგმნმა შესაძლოა წარმოშვას დამატებითი სამართლებრივი რისკები. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ საინვესტიციო და აუდიტორული კომპანიებისთვის რომ ორივე მხარესეცნობოდეს ერთი და იგივე დოკუმენტს სხვადასხვა ენაზე. ამის გარანტია კი არის ჩვენი სამ ეტაპიანი თარგმნის სისტემა, სერტიფიცირება და მოთხოვნის შემთხვევაში ნოტარიული დამოწმება.

ჩვენ მიერ შესრულებული ფინანსური თარგმანი გარანტიაა ინდივიდებისა და კომპანიებისთვის, რომ მათ თავიდან აირიდიონ ის შეცდომები, რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეთ ფინანსურადაც, დროისა და სამართლებრივი რისკების მხრივაც.

ფინანსური თარგმნა. Updated 2026

პროფესიონალ მთარგმნელთა გუნდი

რა ენებზე თარგმნით?

ჩვენი გუნდის თარჯიმნები თარგმნიან ტექსტებს პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა წამყვან ენაზე. ყველაზე მოთხოვნადი ენები ფინანსურ სფეროში: ინგლისური, რუსული, თურქული, არაბული, ჩინური, გერმანული, სპარსული, აზერბაიჯანული, გერმანული, ივრითული. ვმუშაობთ ასევე სხვა ენების წყვილებზეც, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.

რა ღირს ფინანსური დოკუმენტების თარგმნა?

ფინანსური თარგმნის ღირებულება მერყეობს 10-50 ლარის ფარგლებში თითო გვერდზე. საბოლოო ფასი დამოკიდებულია ტექსტის მოცულობაზე, ენების წყვილზე და ტექსტის სირთულეზე. მაგალითად, სტანდარტული საბანკო ამონაწერის თარგმნა ინგლისურიდან ქართულად ან პირიქით ჯდება გვერდი 10 ლარი, ხოლო საინვესტიციო პროექტის თარგმანმა ჰოლანდიურიდან ქართულად შესაძლოა შეადგინოს 40 ლარი გვერდზე. იმისათვის რომ დაადგინოთ ზუსტი ფასი და შესრულების ვადები, დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენი დოკუმენტაცია.

რომელ ინდუსტრიებს ვემსახურებით?

ჩვენი კომპანია ფინანსური თარგმნის სერვისს უწევს ორგანიზაციებს შემდეგ სფეროებში:

  • საბანკო
  • ფინანსური
  • საბუღალტრო და აუდიტორული კომპანიები
  • საკონსულტაციო კომპანიები
  • კომპანიები და კორპორაციები
  • სავაჭრო პალატები
  • ინვესტორები
  • სტარტაპები
  • სადაზღვეო კომპანიები
  • ფინტექი

დოკუმენტების თარგმნის პროცესი

  • პროცესი იწყება დოკუმენტების გამოგზავნით. შეგიძლიათ დოკუმენტები გამოგვიგზავნოთ Whatsapp საშუალებით ნომერზე: 599 77 89 35 ან ელ-ფოსტაზე: info@targmna.com.ge.
  • შესაბამისი სპეციალისტი განიხილავს სათარგმნ მასალას და გაცნობებთ თარგმნის ვადებს და ღირებულებას.
  • თანხმობის შემთვევაში დამკვეთი ახორციელებს ნაწილობრივ ან სრულ ანგარიშსწორებას.
  •  ნათარგმნის მასალის გამოგზავნა PDF, Excel ფორმატით.

* ასევე დასაშვებია დაჩქარებული თარგმნის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ღირებულებას.

ხ.დ.კ

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

იმისათვის, რომ პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, მოვამზადეთ პასუხები ყველაზე აქტუალურ კითხვებზე:

ფინანსური თარგმნა არის ეკონომიკური, საბანკო, საინვესტიციო, საგადასახადო და აუდიტორული შინაარსის დოკუმენტაციის პროფესიული თარგმნა ერთი ენიდან მეორეზე. ეს სფერო მოითხოვს აბსოლუტურ სიზუსტეს, რადგან უმცირესმა უზუსტობამ, ციფრის ან ტერმინის შეცდომით გადატანამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ფინანსური ზარალი, იურიდიული დავები ან აუდიტორული დასკვნის უარყოფა. ფინანსური თარგმანი მოითხოვს არა მხოლოდ ენის მაღალ დონეზე ცოდნას, არამედ საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS/GAAP) და ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიან გაგებას.

ფინანსური დოკუმენტების თარგმნისას კონფიდენციალობის დაცვა და უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს კომპანიაში დანერგილია და ეფექტურად ფუნქციონირებს რამდენიმე დონიანი უსაფრთხოების სისტემა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაცია. პირველ ეტაპზე, დოკუმენტთან წვდომა აქვს მხოლოდ ავტორიზებულ სპეციალისტს, რომელიც უშუალოდ მუშაობს თარგმანზე. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ გუნდის ყველა წევრს ხელი აქვს მოწერილი კომპანიის კონფიდენციალურობის შეთანხმებაზე (NDA),რაც პირველი მექანიზმია, რომ ინფორმაციის გაზიარება არ მოხდეს. გარდა ამისა, ფაილები ინახება დაშიფრული არხების საშუალებით, რაც კიდევ უფრო ამცირებს ინფორმაციის გაჟოვნის შესაძლებლობას.

კომპანიის შიდა თარგმნის და დოკუმენტაციის მიღება-გაგზავნის და შენახვის პროცესები შეესაბამება GDPR (General Data Protection Regulation) მოთხოვნებს, რაც ნიშნავს იმას რომ:

  • არ ვითხოვთ არანაირ დამატებით მონაცემებს, რაც არ არის საჭირო უშუალოდ თარგმანის შესასრულებლად.
  • თუ საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მომხმარებლებს ნათლად ვუხსნით საჭიროების მიზეზს.
  • მომხმარებლებს ვაწვდით ინფორმაციას დოკუმენტაციის შენახვის ვადებთან დაკავშირებით.
  • ვიცავთ მონაცემებზე წვდომის, დაშიფვრის და უსაფრთხოების რეგულაციებს.

ფინანსური მასალების თარგმნისას ჩვენი გუნდი მუშაობს ისეთი სტანდარტების გათვალისწინებით, როგორიცაა IFRS (International Financial Reporting Standards) and GAAP (Generally Accepted Accounting Principles). ამ სტანდარტების გათვალისწინებით ნათარგმნი მასალა მზად არის რომ წარედგინოს მიმღებ ორგანიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი გუნდის მიზანია რომ ნათარგმნი ფინანსური დოკუმენტაცია აკმაყოფილებდეს არა მხოლოდ ენობრივ და ტერმინოლოგიურ სიზუსტეს, არამედ საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებსაც.

დარგში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად ჩვენ უკვე ათასობით ფინანსური დოკუმენტი გვაქვს წარმატებით ნათარგმნი. გიზიარებთ რამდენიმე ქეისს ბოლო თვიდან.

  • ბიზნეს-სესხის განაცხადი: მცირე სტარტაპ კომპანიამ წარადგინა სესხის განაცხადი ბიზნესისთვის გერმანულ ბანკში. ჩვენ ვთარგმნეთ ფინანსური ანგარიშები, მოგება-ზარალის ანგარიშები და ბიზნეს გეგმები ქართულიდან გერმანულად.
  • საფონდო ბირჟის ანგარიშები: ინდივიდუალურმა ინვესტორმა თავისი საფონდო ბირჟისთვის გააკეთა თარგმანი ჰოლანდიურიდან ინგლისურად.
  • აუდიტორიული დასკვნები ინვესტორთან წარსადგენად: საერთაშორისო ინვსტიციების დასადასტურებლად ითარგმნა აუდიტორული ანგარიშები ქართულიდან ჩინურად.
  • ფინანსური ანგარიშგებები: ბალანსი (Balance Sheet), მოგება-ზარალის უწყისი (P&L), ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი (Cash Flow Statement).
  • აუდიტორული დასკვნები: დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიშები და მიმოხილვები.
  • საბანკო დოკუმენტაცია: საბანკო ამონაწერები, გარანტიები, კრედიტის/სესხის ხელშეკრულებები.
  • საინვესტიციო დოკუმენტები: ბიზნეს-გეგმები, საინვესტიციო პროსპექტები, პორტფელის ანალიზი.
  • საგადასახადო და კორპორაციული დოკუმენტები: საგადასახადო დეკლარაციები, ინვოისები (Invoices), წლიური ანგარიშები (Annual Reports).

ზოგადი თარგმანისგან განსხვავებით, ფინანსური თარგმანი არ უშვებს მხატვრულ თავისუფლებას ან ინტერპრეტაციას. აქ თითოეულ ტერმინს აქვს მკაცრად განსაზღვრული იურიდიულ-ფინანსური მნიშვნელობა. მაგალითად, სიტყვები "Revenue", "Income", "Earnings" და "Turnover" ზოგად ენაში შესაძლოა სინონიმებად აღიქმებოდეს, თუმცა ფინანსურ ანგარიშგებაში თითოეული მათგანი სრულიად განსხვავებულ ეკონომიკურ მაჩვენებელს აღნიშნავს.

პროფესიონალი ფინანსური თარჯიმნები ეყრდნობიან საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS - International Financial Reporting Standards) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) ოფიციალურ გლოსარებს. გარდა ამისა, გამოიყენება სპეციალიზებული CAT-ინსტრუმენტები (Translation Memory), რომლებიც უზრუნველყოფენ ტერმინოლოგიის ერთგვაროვნებას მთელ დოკუმენტში ან პროექტში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თარგმანზე თარჯიმანთა ჯგუფი მუშაობს.

ფინანსურ თარგმანში კრიტიკულია ფორმატების სრულყოფილი დაცვა. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია ათწილადებისა და ათასეულების გამყოფი ნიშნები (მაგალითად, ინგლისურენოვან სამყაროში ათასეულებს გამოყოფენ მძიმით $1,000.00, ხოლო ევროპაში - წერტილით ან პრობელით 1.000,00 €). თარჯიმანმა ზუსტად უნდა მოარგოს ციფრული ფორმატი სამიზნე ენის სტანდარტს, ხოლო ვალუტის სიმბოლოები (USD, EUR, GEL) დატოვოს საერთაშორისო ISO კოდების მიხედვით.

ეს დამოკიდებულია დოკუმენტის წარდგენის მიზანზე:

  • ნოტარიული დამოწმება / თარჯიმნის ბეჭედი: საჭიროა, როდესაც ფინანსური დოკუმენტაცია (მაგ. ბალანსი, ამონაწერი, საგადასახადო ცნობა) წარედგინება სახელმწიფო სტრუქტურებს, საელჩოებს ან უცხოურ ბანკებს.
  • აპოსტილი/ლეგალიზაცია: მოითხოვება მაშინ, როდესაც ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ფინანსური დოკუმენტი (მაგ. საგადასახადო ორგანოს ცნობა) წარსადგენია ჰააგის კონვენციის წევრ უცხო ქვეყანაში.
  • შიდა კორპორაციული გამოყენება: აუდიტის, ბიზნესპარტნიორებთან მიმოწერის ან შიდა ანალიზისთვის ხშირად საკმარისია პროფესიული თარგმანი დამოწმების გარეშე.

შესრულების ვადა დამოკიდებულია დოკუმენტის მოცულობასა და სირთულეზე. სტანდარტული 1–3 გვერდიანი ცნობები თუ ამონაწერები ითარგმნება 1 სამუშაო დღეში. ვრცელი ფინანსური ანგარიშგებები ან აუდიტორული დასკვნები (20–100+ გვერდი) მოითხოვს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დროს, რადგან თარგმნის შემდეგ დოკუმენტი გადის რედაქტირებასა და კორექტურას (Proofreading) ფინანსური ექსპერტის მიერ.

ფინანსური თარგმანის ფასი ჩვეულებრივ იანგარიშება სიტყვების ან სტანდარტული გვერდების (როგორც წესი, 250-300 სიტყვა) რაოდენობის მიხედვით. ფასწარმოქმნაზე მოქმედებს:

  1. ენების წყვილი: იშვიათი ენები უფრო ძვირია.
  2. ტექსტის სირთულე: სპეციფიკური აუდიტორული ან საინვესტიციო ტერმინოლოგია მოითხოვს მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტს.
  3. ფაილის ფორმატი: PDF ან დასკანერებული რთული ცხრილების ფორმატირება (DTP) დამატებით რესურსს მოითხოვს, ვიდრე Editable Word/Excel ფაილები.
  4. სისწრაფე: დაჩქარებული ტემპით მუშაობა ითვალისწინებს დანამატს.
მთარგმნელი

მარინა ქართველიშვილი

ფინანსური თარჯიმნების გუნდის ლიდერი და მთავარი სპეციალისტია, 10+ წლიანი გამოცდილებით ფინანსურ და საბანკო დოკუმენტებში. ფლობს CFA სერტიფიკატს და უზრუნველყოფს ფინანსური თარგმნის შესრულებას ოფიციალურ უწყებებში წარსადგენად.