მართვის მოწმობის თარგმნა და დამოწმება – გჭირდებათ მართვის მოწმობის თარგმნა უცხოეთში ავტომობილის სამართავად, სააგენტოებში წარსადგენად თუ სამუშაო ვიზის მისაღებად?
მართვის მოწმობის თარგმნა და მისი ნოტარიული დამოწმება აუცილებელი პროცედურაა, რათა უცხო ქვეყანაში ავტომობილის კანონიერად მართვა ან ადგილობრივი მართვის მოწმობის აღება შეძლოთ.
ჩვენ გთავაზობთ მართვის მოწმობის პროფესიონალურ თარგმნასა და ნოტარიულ დამოწმებას უმოკლეს ვადებში.
დოკუმენტის მოწოდება
გამოგვიგზავნეთ მართვის მოწმობის ხარისხიანი ფოტო/სკანი ონლაინ (ელ-ფოსტით, WhatsApp/Viber-ით) ან მოიტანეთ ოფისში.
თარგმნა
კვალიფიციური თარჯიმანი ასრულებს თარგმანს უმოკლეს ვადებში.
რედაქტირება და გადამოწმება
ტექსტი მოწმდება დეტალების სიზუსტეზე.
დამოწმება
საჭიროებისამებრ ხდება სანოტარო დამოწმება.
მზა დოკუმენტის მიღება
იღებთ ელექტრონულ ან ნაბეჭდ ვერსიას კურიერის/ფოსტის მეშვეობით.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მართვის მოწმობები შეიცავს ლათინურ ენოვან ტრანსლიტერაციას, უცხო ქვეყნის პოლიცია, სადაზღვევო კომპანიები და სატრანსპორტო სააგენტოები ხშირად ითხოვენ მთლიანი დოკუმენტის (მათ შორის გაცემის ორგანოს, სპეციალური აღნიშნვებისა და ბეჭდების) თარგმანს ადგილობრივ ენაზე.
თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი გამორიცხავს გაუგებრობებს და უზრუნველყოფს თქვენს სრულ იურიდიულ დაცვას საზღვარგარეთ გადაადგილებისას.
მართვის მოწმობის ნოტარიული დამოწმება: ადასტურებს, რომ თარგმანი შესრულებულია პროფესიონალი, დიპლომირებული მთარგმნელის მიერ და მისი ტექსტი ზუსტად შეესაბამება დედანს. ეს პროცედურა საკმარისია შემთხვევათა 90%-ში (მაგალითად, ავტომობილის გაქირავებისას ან მოკლევადიანი ვიზიტისას).
ხშირ შემთხვევაში, უბრალო თარგმანი საკმარისი არ არის და ესაჭიროება იურიდიული ძალის მინიჭება.
გადაუღეთ ხარისხიანი ფოტო მართვის მოწმობას ორივე მხრიდან და გამოგვიგზავნეთ WhatsApp-ით, Viber-ით ან ელ-ფოსტით.
ჩვენი დამმოწმებელი მთარგმნელი ასრულებს ზუსტ თარგმანს, რის შემდეგაც დოკუმენტი მოწმდება ნოტარიუსის მიერ.
მიიღეთ დამოწმებული თარგმანი ელექტრონულად (PDF) ან ფიზიკურად — ოფისში გაცემით / საკურიერო მომსახურებით.
სტანდარტული თარგმანი და ნოტარიული დამოწმება 1 სამუშაო დღეში სრულდება, თუმცა ხელმისაწვდომია სასწრაფო მომსახურებაც (1–2 საათში).
დიახ, ოფიციალური უწყებების, ავტომობილის გაქირავების კომპანიებისა თუ საზღვარგარეთის სატრანსპორტო სამსახურების უმეტესობა მოითხოვს ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს.
თარგმნა შესაძლებელია ნებისმიერ უცხო ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, რუსული, თურქული და ა.შ.).
ონლაინ შეკვეთისას საკმარისია ორმხრივი მკაფიო ფოტოს ან სკანის გამოგზავნა. ნოტარიული დამოწმების ფორმატიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ორიგინალის ადგილზე წარდგენაც გახდეს საჭირო.
დიახ, სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (განსაკუთრებით ინგლისურ ან ადგილობრივ ენაზე) სრულიად საკმარისია ქირავნობის კომპანიებისთვის (Car Rental).
ქვეყნების უმეტესობაში საკმარისია მხოლოდ ნოტარიული თარგმანი. თუმცა, ზოგიერთ სახელმწიფოში ხანგრძლივი ცხოვრებისა თუ მართვის მოწმობის ადგილობრივზე გადაცვლისას შესაძლოა დამატებით აპოსტილიც მოითხოვონ.
ქვეყნების უმეტესობაში საკმარისია მხოლოდ ნოტარიული თარგმანი. თუმცა, ზოგიერთ სახელმწიფოში ხანგრძლივი ცხოვრებისა თუ მართვის მოწმობის ადგილობრივზე გადაცვლისას შესაძლოა დამატებით აპოსტილიც მოითხოვონ. საქართველოში არ არი აუცილებელი.
ფასი დამოკიდებულია არჩეულ ენაზე, შესრულების სისწრაფესა და სანოტარო მომსახურების საფასურზე.
დიახ, უცხო ქვეყნის მართვის მოწმობა ითარგმნება ქართულ ენაზე და მოწმდება ადგილობრივი ნოტარიუსის მიერ საქართველოში გამოსაყენებლად ან ქართულ მოწმობაზე გადასაცვლელად.
მართვის კატეგორიები (A, B, C, D და ა.შ.) ინარჩუნებს საერთაშორისო სტანდარტს, ხოლო მათ გვერდით არსებული აღწერილობები და შეზღუდვის კოდები ითარგმნება ზუსტად, საერთაშორისო ნორმების დაცვით.
დიახ, ნოტარიული რეესტრის ელექტრონული შტრიხკოდით დამოწმებული თარგმანის მიღება შესაძლებელია PDF ფორმატში ელ-ფოსტით ან მესენჯერით.
ორშაბათი–შაბათი: 10:00–19:00